გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობას“ დეკლარირებული აქვს მოთხოვნა, რომ სააკაშვილი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გაათავისუფლონ, რაც ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებაა
გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობას“ დეკლარირებული აქვს მოთხოვნა, რომ სააკაშვილი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გაათავისუფლონ, რაც ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებაა

„ნაცმოძრაობას“ თავისი საჯარო მოთხოვნა დეკლარირებული აქვს, რომ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლონ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რაც არის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი მოწოდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პრეზიდენტი არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას და მისი გათავისუფლების სხვა ლეგიტიმური გზა არ არსებობს.

„მგონი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყველაზე რბილი მოწოდებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. „ნაცმოძრაობას“ თავისი საჯარო მოთხოვნა დეკლარირებული აქვს, რომ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლონ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რაც არის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი მოწოდება, რასაც ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ არ ექნება. ეს იქნება დასტური, რომ ეს რადიკალური ძალა დასასრულისკენ უნდა წავიდეს და ჩანაცვლდეს სხვა პარტიების მიერ, რადგან ოპოზიციაში უნდა იყოს პარტია, რომელიც მკაცრად გვაკრიტიკებს, მაგრამ ქუჩიდან ძალადობრივი მოწოდებები არ აქვს. პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს და მისი გათავისუფლების სხვა ლეგიტიმური გზა არ არის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დატოვე კომენტარი