გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების შიგნით დაპირისპირება ხელისგულზე ჩანს, უკვე იმ დონეზე არიან დაყოფილები, რომ საერთო განცხადების გაკეთებაც კი უჭირთ წინასაარჩევნოდ 
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების შიგნით დაპირისპირება ხელისგულზე ჩანს, უკვე იმ დონეზე არიან დაყოფილები, რომ საერთო განცხადების გაკეთებაც კი უჭირთ წინასაარჩევნოდ 

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების შიგნით, დიდი ხანია, დაპირისპირება მიდის, რაც ზოგჯერ ჩანდა, ზოგჯერ არ ჩანდა, ახლა უკვე, თითქმის 100 პროცენტით, ხელისგულზე ჩანს, –  ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები უკვე დაყოფილები არიან იმ დონეზე, რომ საერთო განცხადების გაკეთებაც კი უჭირთ წინასაარჩევნოდ.

„დაპირისპირება ხდება იმიტომ, რომ ეს ხალხი ემსახურება უცხოურ ძალებს და ის უცხოური ძალები „ნაცმოძრაობის“ ფილიალებს ყოფენ – ზოგს აღებინებენ მონაწილეობას არჩევნებში, ზოგს არ აღებინებენ. შიგნით კი ხდება სუბიექტური დაპირისპირება. გეგელია არ იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ასეთი დაპირისპირება მოხდა და მომავალშიც მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა ყველგან წააგეს – პარლამენტში, საკრებულოებში, ქუჩაში, უცხოეთში და, რაც ყველაზე მთავარია, მათ ამომრჩევლებშიც კი გაურკვევლობაა. „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები უკვე დაყოფილები არიან იმ დონეზე, რომ საერთო განცხადების გაკეთებაც კი უჭირთ წინასაარჩევნოდ. ეს არის ზუსტად იმის დასტური, როცა უცხოურ ძალებში ჩაეწერები და შენი ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესების გამტარებელი ძალების პარტიის წევრი გახდები, რა თქმა უნდა, იქნება ეს დაპირისპირება, რაც ხდება ახლა „ნაცმოძრაობაში““, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე 6 აგვისტოს მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ.