გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის სურვილი, იყვნენ დღის წესრიგში, ნელ-ნელა უნდა განელდეს, ქვეყანას აბსოლუტურად სხვა მიზნები და გამოწვევები აქვს
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის სურვილი, იყვნენ დღის წესრიგში, ნელ-ნელა უნდა განელდეს, ქვეყანას აბსოლუტურად სხვა მიზნები და გამოწვევები აქვს

„ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რომ იყვნენ დღის წესრიგში, ნელ-ნელა უნდა განელდეს. ქვეყანას აბსოლუტურად სხვა მიზნები და გამოწვევები აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ ასეც მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა შეიგნოს, რომ საზოგადოებას წარსულში დაბრუნება არ სურს.

„არადა არც მალავენ და საჯაროდ ამბობენ, რომ სურთ, ისევ ის რეჟიმი არსებობდეს, რა რეჟიმშიც ხელისუფლებას ფლობდნენ. საზოგადოებას ერთსა და იმავე წრეზე სიარული მობეზრდა. დარწმუნებული ვარ, არჩევნების მეორე ტურის შემდგომ ვითარება დასტაბილურდება. საზოგადოება დამშვიდდება, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გვაქვს პერიოდი, როდესაც ქვეყანას უნდა მივხედოთ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი გადაიხედება. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მიხვდა, რომ საჭიროა ნელ-ნელა ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბება მოხდეს და ასეც იქნება 2024 წლისთვის. ჩვენ გვაწუხებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი არის პიროვნება, რომელმაც ისიც კი ვერ გაბედა საქართველოში ოფიციალურად, ღიად და საჯაროდ ჩამოსულიყო. რაც შეეხება შერიგებას, მიხეილ სააკაშვილს თავადაც არ სჯერა იმის, რასაც ამბობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დატოვე კომენტარი