გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები დასჭირდეს, ისინი რადიკალ მიშისტებად და დანარჩენ წევრებად არიან დაყოფილი
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები დასჭირდეს, ისინი რადიკალ მიშისტებად და დანარჩენ წევრებად არიან დაყოფილი

კოალიცია და რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ დასჭირდება, რადგან ისინი სულ მცირე ორ ნაწილად არიან გაყოფილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებს, რაც მათი მხრიდან მათი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.

„შეიძლება, მათ პარტიის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები დასჭირდეთ და ამას აღარც მალავენ. ისინი დაყოფილი არიან კატეგორიებად – რადიკალ მიშისტებად და „ნაციონალურ მოძრაობის“ დანარჩენ წევრებად. მათი მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა“, – დასძინა მაჭარაშვილმა.

დატოვე კომენტარი