გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ რადიკალური პროცესების მცდელობა აქვს მიზნად, მაგრამ ამის მიღწევაშიც შეცდომას უშვებენ, ამ პარტიის რესურსები ნელ-ნელა იწურება
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ რადიკალური პროცესების მცდელობა აქვს მიზნად, მაგრამ ამის მიღწევაშიც შეცდომას უშვებენ, ამ პარტიის რესურსები ნელ-ნელა იწურება

„ნაციონალურ მოძრაობას“ რადიკალური პროცესების მცდელობა აქვს მიზნად, მაგრამ ამის მიღწევაშიც შეცდომას უშვებენ, რადგან ვხედავთ, რომ ამ პარტიის რესურსები ნელ-ნელა იწურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღის წესრიგი პრაქტიკულად ცარიელი აქვს და ახლა რიგგარეშე არჩევნების საკითხი შემოიტანეს, რომელსაც არათუ არგუმენტი არ აქვს, არამედ მათივე პარტიის წარმომადგენლები საკრებულოებში მანდატების გამოყენებას აპირებენ.

„ამის ფონზე ალოგიკურია რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. არავინ საუბრობს არჩევნების დელეგიტიმაციაზე და წარმოუდგენელია რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი. მათი რესურსი არის ამოწურული და გარკვეული საკითხების გააქტიურებას აპირებენ. რადიკალური პროცესების მცდელობა აქვთ მიზნად, მაგრამ ამის მიღწევაშიც შეცდომას უშვებენ, რადგან მათი რესურსიც ამოწურვადია და ვხედავთ, რომ ამ პარტიის რესურსები ნელ-ნელა იწურება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.