გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ ნორმალური პოლიტიკური საქმიანობის წარმართვის ბუნება არ აქვს, აქამდე, მათი მხრიდან პლენარულ სხდომაზე მხოლოდ მაგიდაზე ახტომა და სპიკერატში შეჭრა ვიხილეთ

12:18, 31.01.2022

„ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვს და ცარიელი დღის წესრიგით ქუჩაში იქნები თუ პარლამენტში, ამით მათ საქმიანობას პოზიტიური შედეგი ვერ ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მერამდენე შესვლაა, ალბათ ამას თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ვერ მიხვდებიან.

„ცარიელი დღის წესრიგით ქუჩაში იქნები თუ პარლამენტში, მათ საქმიანობას პოზიტიური შედეგი ვერ ექნება. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ისეთი ბუნების არის, რომ ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, დღის წესრიგი ან არ აქვს, ან მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვს. ნეტა, ვცდებოდე, მაგრამ არ მგონია, მათ პარლამენტში რაიმე პოზიტიური შემოიტანონ. გამიხარდება, თუ მათი მხრიდან რეალური პოლიტიკური საქმიანობა დაიწყება.

სამწუხაროდ, ამ რადიკალურ ძალას ის ბუნება არ აქვს, რომ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობაში იყოს. აქამდე, მათი მხრიდან პლენარულ სხდომაზე მაგიდაზე ახტომა და სპიკერატში შეჭრა ვიხილეთ. მათ მიერ მომზადებულ ვერც ერთ კანონპროექტს ვერ დამისახელებთ, რომელიც მათ წარმოადგინეს და დისკუსია გაიმართა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი