გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ხან დაშლიან, ხან აერთიანებენ, მაგრამ ახლა დაშლილებშიც არ ჩაიბარეს
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ხან დაშლიან, ხან აერთიანებენ, მაგრამ ახლა დაშლილებშიც არ ჩაიბარეს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხან დაშლიან, ხან აერთიანებენ, მაგრამ ახლა დაშლილებშიც არ ჩაიბარეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შინაარსობრივად და იდეურად დაშლილია.

„ვერ მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ შინაარსობრივად, იდეურად არის დაშლილი და თუ უნდათ დაშალონ და თუ უნდათ გააერთიანონ, მაინც მარცხისთვის არის განწირული. არჩევნებზე ხან ცალ-ცალკე გამოყვანა უნდათ, ხან ერთად. ამბობენ, ერთიანი სია კარგია, მაგრამ იქ არ ვიქნებიო. თუ კარგია, ერთად რატომ არ იქნებიან? თავიანთ ამომრჩეველს ატყუებენ. ერთად თუ ცალ-ცალკე, რადიკალურ ოპოზიციას მარცხი უკვე განცდილი აქვს. ასე დაემართება ყველას, ვინც თავის ქვეყანას უღალატებს. პარლამენტში ყველას უნდა, მაგრამ პირველ ათეულში 50 კაცი ვერ დაეტევა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.