გურამ მაჭარაშვილი - მტკიცდება, რასაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ვამბობდი, საქართველოში დონორი ორგანიზაციები, მათ შორის USAID-ი, აფინანსებდნენ რევოლუციებს, რადიკალურ პროცესებს
გურამ მაჭარაშვილი - მტკიცდება, რასაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ვამბობდი, საქართველოში დონორი ორგანიზაციები, მათ შორის USAID-ი, აფინანსებდნენ რევოლუციებს, რადიკალურ პროცესებს

ყოველდღე ის მტკიცდება, რასაც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ვამბობდით – საქართველოში დონორი ორგანიზაციები, მათ შორის USAID-ი, აფინანსებდნენ რევოლუციებს, რადიკალურ პროცესებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს თავად ამერიკის ხელისუფლების მიერ დადგინდა და დამტკიცდა.

„ყოველდღე გვესმის, რომ USAID-დან ათობით მილიარდი წასულია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში და თან არამიზნობრივად და არასწორად. ამერიკის ხელისუფლება ამ ორგანიზაციას კრიმინალს და არაკომპეტენტურს უწოდებს. სამი წლის განმავლობაში შევძელით, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მაინც მივიღეთ და გამოვაჩინეთ არასამთავრობო სექტორი, რომელიც USAID-დან შავი ფულით პირდაპირ არასწორი მიზნებით ფინანსდებოდა. ესეც უკვე დადგინდა. USAID-ი როცა პრაქტიკულად დაიხურა, საქართველოში ენჯეოსექტორიდან არცერთს ხმა არ ამოუღია. ერთ-ერთი მაინც გამოსულიყო და სათავო ოფისი დაეცვათ. ხომ ამბობდნენ, რომ მათი მუშაობა გამჭვირვალე იყო და კანონი არ სჭირდებოდათ, ახლა მაინც გამოვიდნენ და თქვან, მილიონები რაც ჩაირიცხა, რაში დახარჯეს. ამას ვერ გააკეთებენ, რადგან დღეს ამერიკის ხელისუფლებამ თქვა, რომ ამ ორგანიზაციაში თაღლითური სქემები იყო და, როგორც ჩანს, ამაში ქართული ფილიალიც მონაწილეობდა. სწორედ ამიტომ ვერაფერს ამბობენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.