გურამ მაჭარაშვილი – მთავარია, ოპოზიციამ მოძებნოს ძალები, გადადგას პრაგმატული ნაბიჯი და ხელი მოაწეროს შეთანხმებას, ეს სჭირდება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ასევე ოპოზიციასაც

14:02, 18.03.2021

მთავარია, ოპოზიციამ ძალები მოძებნოს, გადადგას პრაგმატული ნაბიჯი და ხელი მოაწეროს შეთანხმებას ხელისუფლებასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სჭირდება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ასევე ოპოზიციასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ მოლაპარაკებები არ დასრულებულა და იმედი აქვს, შეთანხმება შედგება.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და ევროატლანტიკური სივრცე შეთანხმებული არიან, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის ფონზე შეთანხმება უნდა მოხდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მთავარია, ოპოზიციამ ძალები მოძებნოს, პრაგმატული ნაბიჯი გადადგას და ხელი მოაწეროს შეთანხმებას ხელისუფლებასთან იქიდან გამომდინარე, რომ ეს სჭირდება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ოპოზიციასაც. მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ შეთანხმება შედგება. გამოსავალი, ამ პოლიტიკურ პროცესებში, შეთანხმების გარდა, არ არსებობს. იმდენად ცალსახაა ევროპული ინსტიტუციების პოზიცია, რომ არ მგონია, რომელიმე პარტიას აწყობდეს, შეთანხმება არ შედგეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი