გურამ მაჭარაშვილი - მოწოდებები, რომ პოლიტიკური შეთანხმება უნდა შესრულდეს ისე, როგორც დოკუმენტში წერია, ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა პრეტენზია მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ
გურამ მაჭარაშვილი - მოწოდებები, რომ პოლიტიკური შეთანხმება უნდა შესრულდეს ისე, როგორც დოკუმენტში წერია, ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა პრეტენზია მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ

ამნისტიის წინააღმდეგ სპეკულაციები არის პირდაპირპროპორციული ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ გალაშქრებასთან, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, ამნისტია შეთავაზებული ევროპელი კოლეგების მიერ და შესაბამისად, ხელშეკრულება არ უნდა დაირღვეს.

„ამნისტიის პროექტი არის არა „ქართული ოცნების“, არამედ ევროპელი კოლეგების შემოთავაზება, მათივე განმარტებები არსებობს, რომ ამნისტიაში არის მათივე პრინციპები ჩადებული. მოწოდებები, რომ პოლიტიკური შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს და ისე, როგორც წერია დოკუმენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს, შესაბამისად, ნებისმიერი სხვა პრეტენზია მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.