გურამ მაჭარაშვილი - მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა, პრაქტიკულად, დაასანქცირა „მისტერ ოფშორი“ კეზერაშვილი, რადიკალური ოპოზიცია ოლიგარქს აქ ეძებდა და საკუთარი დამფუძნებელი მიიღო ოლიგარქად
გურამ მაჭარაშვილი - მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა, პრაქტიკულად, დაასანქცირა „მისტერ ოფშორი“ კეზერაშვილი, რადიკალური ოპოზიცია ოლიგარქს აქ ეძებდა და საკუთარი დამფუძნებელი მიიღო ოლიგარქად

მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა, პრაქტიკულად, დაასანქცირა „მისტერ ოფშორი“ კეზერაშვილი. რადიკალური ოპოზიცია ოლიგარქს აქ ეძებდა და საკუთარი დამფუძნებელი მიიღო ოლიგარქად, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის.

„მოულოდნელი არ იყო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრაქტიკულად, დაასანქცირა „მისტერ ოფშორ“ კეზერაშვილი. გარდა ქართული მართლმსაჯულებისა, საერთაშორისო სააგენტოებისა და არამხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების მხრიდან, ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ კეზერაშვილი არა მხოლოდ ქართული ჯარის ფულს იპარავდა, არამედ ევროპელი პენსიონერების, და მისი გარემოცვა დაკავებულია.

აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ თავად კეზერაშვილი დიდი ბრიტანეთიდან კვიპროსში გადასახლდა. ეს ნიშნავს, რომ გამორიცხული არ არის, უახლოეს პერიოდში მას ოფიციალურად წაეყენება ბრალი, მათ შორის ევროპელი პენსიონერების ძარცვასთან და, ზოგადად, თაღლითურ თემასთან დაკავშირებით. რადიკალური ოპოზიცია ოლიგარქს აქ ეძებდა და საკუთარი დამფუძნებელი „მისტერ ოფშორი“ მიიღო ოლიგარქად. აქ ეძებდა საერთაშორისო სანქციებს და „მისტერ ოფშორის“ სანქციები მიიღო შეერთებული შტატებიდან. სხვას არასამართლიანად ცუდს რასაც უსურვებ, ყოველთვის ბუმერანგივით მოგიბრუნდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.