გურამ მაჭარაშვილი – მოქალაქეთა ნებისმიერ ჯგუფზე ძალადობა დაუშვებელია, მით უფრო მედიის წარმომადგენლების მიმართ

20:20, 06.07.2021

მოქალაქეთა ნებისმიერ ჯგუფზე ძალადობა დაუშვებელია, მით უფრო მედიის წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე აქციაც, სადაც მოქალაქეები გმობენ ძალადობას, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია და სახელმწიფოს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება.

რეაქცია ადეკვატური უნდა იყოს და იქნება კიდეც იმ ადამიანების მიმართ, ვინც ძალა გამოიყენა. რაც შეეხება თავად აქციებს, ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას. მიმდინარე აქციაც, სადაც მოქალაქეები გმობენ ძალადობას, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია და სახელმწიფოს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება და ყველა იმ მოქალაქეთა ჯგუფის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა, მაგრამ აღკვეთილი იქნება ნებისმიერი ტიპის ძალადობა. თუ პირობითად 1500, 500, ან 300 ადამიანია, გამორიცხულია, რომ სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად რაიმე ტიპის ძალადობა არ მოხდეს და ამის პრევენცია ვინმემ გააკეთოს. მთავარია, იქ იყოს პოლიციის ის რაოდენობა, რომელიც შეძლებს მაქსიმალურად მოკლე დროში აღკვეთოს ეს ძალადობა. ბუნებრივია, თითო მოქალაქეს თითო პოლიციელი ვერ დაუდგება, მთავარია, რომ რეაგირება სწრაფად მოხდეს და ეს ხდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი