გურამ მაჭარაშვილი - მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი დემოკრატიასა და უსაფრთხოებას ევროპაში დაიცავს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ, ეს გვითხრან
გურამ მაჭარაშვილი - მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი დემოკრატიასა და უსაფრთხოებას ევროპაში დაიცავს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ, ეს გვითხრან

მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი დემოკრატიასა და უსაფრთხოებას ევროპაში დაიცავს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ, ეს გვითხრან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტის მხარდაჭერას, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს.

„ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე მიიღეს კანადაში, ევროპარლამენტში, საფრანგეთში. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიასა და გამჭვირვალეობას ემსახურება ის კანონი, რომელიც საქართველოში ჩვენ მიერ იყო ინიცირებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი დემოკრატიასა და უსაფრთხოებას ევროპაში დაიცავს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ, ეს გვითხრან. ვინმეს უსაფრთხოება და გამჭვირვალეობა თუ სჭირდება, ეს რატომ არ სჭირდება საქართველოს?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.