გურამ მაჭარაშვილი - მხოლოდ არესტოვიჩი არ იყო, ვინც საქართველოს საზოგადოებას მოუწოდებდა, გაესეირნა სოხუმსა და ცხინვალში, იყვნენ სხვა თანამდებობის პირებიც, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ
გურამ მაჭარაშვილი - მხოლოდ არესტოვიჩი არ იყო, ვინც საქართველოს საზოგადოებას მოუწოდებდა, გაესეირნა სოხუმსა და ცხინვალში, იყვნენ სხვა თანამდებობის პირებიც, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ

არესტოვიჩის გარდა, იყვნენ სხვა თანამდებობის პირებიც, ვინც ასეთ სამწუხარო განცხადებებს აკეთებდნენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მაჭარაშვილი გადადგომის შესახებ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა.

„ცუდია, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების თანამდებობის პირებს შორის არის ასეთი დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, მათ ნაწილს საქართველოსთან მიმართებაში შეურაცხმყოფელი განცხადებები აქვთ გაკეთებული.

ჩვენთვის მთავარია, საქართველო არავინ გამოიყენოს მეორე ფრონტად. უკრაინას მხარს ვუჭერთ ნებისმიერ პლატფორმაზე, მაგრამ არა მეორე ფრონტის ხარჯზე. მხოლოდ არესტოვიჩი არ იყო ის, ვინც საქართველოს საზოგადოებას მოუწოდებდა, გაესეირნა სოხუმსა და ცხინვალში. სხვებსაც აქვთ ნათქვამი, რომ საქართველო უნდა გახდეს ის ქვეყანა, სადაც იქნება მეორე ფრონტი.​ არესტოვიჩის გარდა, იყვნენ სხვა თანამდებობის პირებიც, ვინც ასეთ სამწუხარო განცხადებებს აკეთებდნენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.