გურამ მაჭარაშვილი - მელიას ან სხვას განცხადების გაკეთება თუ უნდოდათ, დებატები სულ მცირე საათ-ნახევარი მიმდინარეობდა, არ ვიცი, ჩაეძინათ, თუ რატომ მოვიდნენ პარლამენტში სამ საათზე, ესეც მათ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს
გურამ მაჭარაშვილი - მელიას ან სხვას განცხადების გაკეთება თუ უნდოდათ, დებატები სულ მცირე საათ-ნახევარი მიმდინარეობდა, არ ვიცი, ჩაეძინათ, თუ რატომ მოვიდნენ პარლამენტში სამ საათზე, ესეც მათ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ახსენებს, რომ რეგლამენტის შესაბამისად, პოლიტიკური დებატები სამშაბათ დღეს იმართება.

მისივე თქმით, ნიკა მელიას და პარტიის სხვა წარმომადგენელს პოლიტიკური განცხადების გაკეთება თუ სურდათ, დებატები სულ მცირე საათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამასთან, მაჭარაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პარლამენტში 12:00 საათის ნაცვლად, სამი საათისთვის მივიდნენ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რეგლამენტის კარგად სწავლა მოუწევს, რადგან სამშაბათობით იმართება პოლიტიკური დებატები. თუ მელიას ან სხვას უნდოდა პოლიტიკური განცხადების გაკეთება, დებატები სულ მცირე საათ-ნახევარი მიმდინარეობდა. არ ვიცი, ჩაეძინათ, თუ რატომ მოვიდნენ პარლამენტში 12:00 საათის ნაცვლად სამ საათზე. ესეც მათ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. დღის წესრიგით რა საკითხებიც იყო განსაზღვრული, ამოიწურა. მაინტერესებს, რა შესრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლით, მათი თავმჯდომარის რომელი სიტყვები შესრულდა – ის, რომ ვინც პარლამენტში შევა, პუფი იქნება, თუ ის, რომ ვინც პარლამენტში შევა, შევა „ქართულ ოცნებაში“. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.