გურამ მაჭარაშვილი - მეგის ქარდავას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, ევროპულმა სასამართლომ ის დანაშაულში ამხილა, მისი ექსტრადირება ბუნებრივია
გურამ მაჭარაშვილი - მეგის ქარდავას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, ევროპულმა სასამართლომ ის დანაშაულში ამხილა, მისი ექსტრადირება ბუნებრივია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არაერთი დანაშაულის გამო მეგის ქარდავას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

მისივე თქმით, ქარდავა დანაშაულში ამხილა ევროპულმა სასამართლომაც. როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ამ ფონზე მეგის ქარდავას ექსტრადირება ბუნებრივია.

„მეგის ქარდავას შემთხვევაში ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ მოქალაქე ადრე თუ გვიან პასუხს აგებს მართლმსაჯულების წინაშე თავისი დანაშაულის გამო. მეგის ქარდავას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა არაერთ დანაშაულზე. ევროპულმა სასამართლომ მეგის ქარდავა და სააკაშვილის ხელისუფლება სისტემურ დანაშაულში ამხილა. ბუნებრივია, მისი ექსტრადირება და პასუხისგება მოხდებოდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მაქსიმ სიჩენკომ საქართველოს პირველ არხს გუშინ განუცხადა, რომ „მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ სასამართლო პროცესი გაიმართა და მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის“.