გურამ მაჭარაშვილი - ლომჯარია და ზურაბიშვილი ევროპაში რომ წავლენ, ალბათ ერთი საქართველოში ბომბებს ჩამოიტანს და მეორე - დემოკრატიის დამხობას
გურამ მაჭარაშვილი - ლომჯარია და ზურაბიშვილი ევროპაში რომ წავლენ, ალბათ ერთი საქართველოში ბომბებს ჩამოიტანს და მეორე - დემოკრატიის დამხობას

ლომჯარია და ზურაბიშვილი ევროპაში რომ წავლენ, რას ჩამოგვიტანენ? ალბათ ერთი ბომბებს ჩამოიტანს და მეორე – საქართველოში დემოკრატიის დამხობას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.

„ამ ორ ადამიანს, გარდა ნეგატივისა, საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტივები როდის აქვს ნათქვამი, მათ შორის ევროპაში, თქვენ შემახსენეთ. შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ერთად ივლიან თუ ცალ-ცალკე, მთავარი არის ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრმა ასევე უპასუხა კითხვას ზურაბიშვილისა და ლომჯარიას შესაძლო ალიანსთან დაკავშირებით.

„ვერ გეტყვით, ვინ ვისთან ერთიანდება. წინასაარჩევნოდ იმდენი პოლიტიკური ქორწინება და იმდენი განქორწინება იქნება, რომ შეიძლება, ერთი სერიალიც კი გადაიღოთ. ამას ნახავთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.