გურამ მაჭარაშვილი - ლევან იზორიას ელჩად დანიშვნით საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაახლოვდება
გურამ მაჭარაშვილი - ლევან იზორიას ელჩად დანიშვნით საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაახლოვდება

ლევან იზორიას პროფესიონალიზმი ჩვენსა და გერმანიას შორის ისედაც ახლო ურთიერთობის გასაძლიერებლად უნდა იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ლევან იზორიას როგორც თეორიული და აკადემიური, ასევე, პრაქტიკული გამოცდილება აქვს ძალიან ბევრი. ის წლების განმავლობაში სწავლობდა და ასწავლიდა გერმანიაში. ამ ქვეყანას და გერმანიის საზოგადოებას ის კარგად იცნობს.

შესაბამისად, ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ მისი ამ პოზიციაზე დანიშვნით ჩვენს ქვეყანასა და გერმანიას შორის კიდევ უფრო დაახლოვდება ის ურთიერთობები, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა.

ჩვენს გუნდში ადამიანები იმის მიხედვით შეიძლება გადაადგილდნენ თანამდებობაზე, სადაც არის ამის საჭიროება. ჩვენ ვხედავთ, რომ ლევან იზორიას ეს პროფესიონალიზმი გამოყენებული უნდა იქნას, რომ ჩვენსა და გერმანიას შორის ისედაც ახლო ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ლევან იზორიამ დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს და განაცხადა, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას.