გურამ მაჭარაშვილი - ხალხი „ფარას“ წყალობით იგებს, „ნაცმოძრაობა“ და მათი მეგობარი უილსონი რას აკეთებს, იბრძვიან, რათა საქართველოში გამჭვირვალობა გაუქმდეს და ძალადობრივი აქციები დაფინანსდეს
გურამ მაჭარაშვილი - ხალხი „ფარას“ წყალობით იგებს, „ნაცმოძრაობა“ და მათი მეგობარი უილსონი რას აკეთებს, იბრძვიან, რათა საქართველოში გამჭვირვალობა გაუქმდეს და ძალადობრივი აქციები დაფინანსდეს

ქართველი ხალხი „ფარას“ წყალობით იგებს, „ნაცმოძრაობა“ და მათი მეგობარი უილსონი რას აკეთებს. იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში გამჭვირვალობა გაუქმდეს, კაცების ქორწინება დაკანონდეს და ძალადობრივი აქციები დაფინანსდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ჯო უილსონი ცნობილია, როგორც საქართველოს მოწინააღმდეგე.

„ქართველი ხალხი „ფარას“ წყალობით იგებს, რომ ლობისტური კომპანია, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ თანხას ურიცხავს, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის. „ნაცმოძრაობა“ ყველას და ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე აპოლიტიკურია. ამ დროს ლობისტურ კომპანიას თანხას ურიცხავს, ასევე, თანხას ურიცხავს ჯო უილსონსაც, რომელიც ცნობილია, როგორც საქართველოს მოწინააღმდეგე. იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში გამჭვირვალობა გაუქმდეს, კაცების ქორწინება დაკანონდეს და ძალადობრივი აქციები დაფინანსდეს, რათა „დიფ სთეითის“ დავალება შეასრულონ და რევოლუციური სცენარები განახორციელონ. არ გამოსდით, მაგრამ ცდილობენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.