გურამ მაჭარაშვილი - ხაბეიშვილი არსად შემვარდნელი არ არის, ის გვაგონებს ქართულ მულტფილმს „ყურშა გაყოყოჩდა“, აქეთ გორას ფეხსა ვკრავო
გურამ მაჭარაშვილი - ხაბეიშვილი არსად შემვარდნელი არ არის, ის გვაგონებს ქართულ მულტფილმს „ყურშა გაყოყოჩდა“, აქეთ გორას ფეხსა ვკრავო

ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კარგად მიჰყავს, – ამის შესახებ მოძრაობის, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის.

„ჩვენთვის რომ ეკითხათ, ვის თავმჯდომარეობას ვუსურვებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ რომ გვეფიქრა, ვერ მოვიფიქრებდით, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამხდარიყო. „ნაცმოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის. ხაბეიშვილს კარგად მიჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი, რადგან თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის არის და სწორედ ამ სტატუსით გაიმარჯვებს. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიმინალური წარსულის თაობაზე კარგად ვიცით და ეს ადამიანი რომ აღიარებს, ისაა მერაბიშვილ-კეზერაშვილის, ადვილი მისახვედრია, რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილმა შეაფასა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.

„ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანია რევოლუცია. ის არსად შემვარდნელი არ არის, ხაბეიშვილი გვაგონებს ქართულ მულტფილმს – „ყურშა გაყოყოჩდა“, აქეთ გორას ფეხსა ვკრავო. ამაზე უკვე ხალხი იღიმება, რადგან ხაბეიშვილზე სერიოზულ კომენტარს პარტიის ლიდერებიც ვერ აკეთებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.