გურამ მაჭარაშვილი - გვსურს, პროცესი, რომელიც შეთანხმებისკენ ლოგიკურად მიდის, არ დაზიანდეს და ინდივიდუალურად განვიხილეთ იმ დეპუტატების მიმართვა, რომლებსაც უფლებამოსილების შეწყვეტა სურდათ
გურამ მაჭარაშვილი - გვსურს, პროცესი, რომელიც შეთანხმებისკენ ლოგიკურად მიდის, არ დაზიანდეს და ინდივიდუალურად განვიხილეთ იმ დეპუტატების მიმართვა, რომლებსაც უფლებამოსილების შეწყვეტა სურდათ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ინდივიდუალურად მოხდა იმ დეპუტატების მიმართვის განხილვა, რომელთაც უფლებამოსილების შეწყვეტა სურდათ.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს, მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ შეთანხმება შედგება.

„ბუნებრივია, შერწყმულია როგორც სამართლებრივი ნაწილი, ასევე პოლიტიკური პროცესი. იცით, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან ძალას, გვინდა, რომ პროცესი, რომელიც შეთანხმებისკენ ლოგიკურად მიდის, არ დაზიანდეს და ინდივიდუალურად მოხდა იმ დეპუტატების მიმართვის განხილვა, რომელთაც უფლებამოსილების შეწყვეტა სურდათ. იმედია, მეხუთე რაუნდზე შეთანხმება მოხდება. კომიტეტის სხდომაზე სხვა პარტიების მიმართვები ინდივიდუალურად განიხილება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას იწყებს.