გურამ მაჭარაშვილი - იმედი გვაქვს დასავლელი პარტნიორების, როგორმე დაარწმუნებენ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, მონაწილეობა არ მიიღონ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში
გურამ მაჭარაშვილი - იმედი გვაქვს დასავლელი პარტნიორების, როგორმე დაარწმუნებენ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, მონაწილეობა არ მიიღონ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში

დიალოგის რესურს ნამდვილად ვხედავ, ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი. დიალოგი და შეთანხება მაშინ არის საჭირო, როცა მხარეები რაღაცაზე ვერ თანხმდებიან? როდესაც თანხმდებიან იქ დიალოგი არ არის. ძირითადად მათი მხრიდან არის შეუთანხმებლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან კონსტრუქციული უნდა იყოს.

„ბრიუსელში „ქართული ოცნების“ წარსადგენი იქნება ძალიან ბევრი რამ. ბუნებრივად მოხდება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება მიჩნეული დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალად და იმ ძალად, რომელმაც რადიკალური ოპოზიციის ნაცვლადაც კი აიღო პასუხისმგებლობა, რომ იმ პარტიებმა, რომლებმაც აქვთ სურვილი, ოქტომბერში მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი რესურსი. ეუთო/ოდირის დასკვნაში რაც არის მოცემული ხარვეზებთან დაკავშირებით, ჩვენ ეს წინსწრებით გავითვალისწინეთ იმ საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, კერძოდ ცესკო-ს და საოლქო კომისიის დაკომპლექტებას. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება იმას, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება გაცილებით უფრო კარგი ისევე, როგორც ყველა სხვა არჩევნები, ვიდრე იყო წინა არჩევნები. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სივრცე არის ღია, მიბრძანდნენ და მიიღონ მონაწილეებმა განხილვაში, ჩვენ მათ ნაცვლადაც ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვინც უპასუხისმგებლოდ ეკიდება ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს და ვაინიცირებთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც უზრუნველყოფს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. მეორეს მხრივ, მათ ნაცვლადაც ავიღეთ პასუხისმგებლობა და შევქმენით საგამოძიებო კომისია, ეს ჩვენი ინტერესი არ იყო, ეს იყო მათი ინტერესი. ის, რომ ჩვენი მხრიდან ოპონენტების ჩართულობა უზრუნველყოფილია, ეს არის ნათელი, მაგრამ თუ ისინი ასე ჯიუტად არ მიიღებენ მონაწილეობას, აქ ჩვენ ვერაფერს გავხდებით. იმედი გვაქვს დასავლელი პარტნიორების, როგორმე დაარწმუნებენ რადიკალურ ოპოზიციას, რომ დღეს არანაირი არგუმენტი არ არსებობს, მათ არ მიიღონ მონაწილეობა, როგორც საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, ასევე საგამოძიებო კომისიაში და ზოგადად, არ შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.