გურამ მაჭარაშვილი - გვსურს, შეთანხმება შედგეს და რადიკალური ფრთის ხმა ისმოდეს საქართველოს პარლამენტში
გურამ მაჭარაშვილი - გვსურს, შეთანხმება შედგეს და რადიკალური ფრთის ხმა ისმოდეს საქართველოს პარლამენტში

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს არა მხოლოდ ოპოზიციის აქციებს, არამედ მათ დამოკიდებულებას პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ხელისუფლების სურვილია, პოლიტიკური შეთანხმება შედგეს.

„არ ვიცი, რადიკალურ ფრთას საერთო სახალხო ერთობა როგორ წარმოუდგენია ამერიკის, ევროპელი კოლეგების, ნატო-ს და ევროკავშირის გარეშე. თუ ისინი 15 მაისს ელოდებიან, რომ ქართული საზოგადოება უარს იტყვის ნატო-ზე, ევროკავშირზე, ამერიკაზე, ევროპულ ღირებულებებზე, არ მესმის. ამ დროს პროდასავლურად მოაქვთ თავი. საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს არათუ მათ აქციებს, არამედ მათ დამოკიდებულებას პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ მაინც გვაქვს სურვილი მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომ პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს არის არა მათი, არამედ მათი ამომრჩევლის ხმა, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.