გურამ მაჭარაშვილი -  გასაგებია, ოპოზიცია დარაზმულად ვისი მითითებით დადის, მაგრამ ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანონ, რატომ უნდა შეიქმნას კომისია, საზოგადოებას სასამართლოს მიმართ პრობლემები არ აქვს
გურამ მაჭარაშვილი - გასაგებია, ოპოზიცია დარაზმულად ვისი მითითებით დადის, მაგრამ ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანონ, რატომ უნდა შეიქმნას კომისია, საზოგადოებას სასამართლოს მიმართ პრობლემები არ აქვს

ოპოზიცია დარაზმულად, გასაგებია, ვისი მითითებით დადის, მაგრამ ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანონ, რატომ უნდა შეიქმნას კომისია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას არ აქვს სასამართლოს მიმართ პრობლემები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს.

„ხელს არ შევუწყობთ ისეთი კომისიის შექმნას, რომელიც არის არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ სასამართლო სისტემის საქმიანობაში არ ჩაერიო. არ შეიძლება, სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლების პირველმა შტომ შექმნას და ჩაერიოს მესამე დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში იმ ფონზე, როცა მტკიცებულებების ნასახი არ არსებობს. ოპოზიცია ასე დარაზმულად რომ დადის, გასაგებია, ვისი მითითებით, მაგრამ ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანონ, რატომ უნდა შეიქმნას კომისია. საზოგადოებას არ აქვს სასამართლოს მიმართ ის პრობლემები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.