გურამ მაჭარაშვილი - გახარიაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაჯერია და ამიტომაც არის, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ, როგორც კი უნდათ ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაღაცებს იგონებენ
გურამ მაჭარაშვილი - გახარიაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაჯერია და ამიტომაც არის, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ, როგორც კი უნდათ ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაღაცებს იგონებენ

გახარიაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაჯერია და ამიტომაც არის, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ, როგორც კი უნდათ ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაღაცებს იგონებენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებამდე, შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დიდი ნაწილი აუცილებლად გაქრება.

„გახარიაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაჯერია და ამიტომაც არის, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ. გახარია საუბრობს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, ხაბეიშვილი გახარიაზე და ა.შ. ამიტომ იგონებენ ასეთ ილუზიებს. როგორც კი უნდათ ერთმანეთისგან გამიჯვნა რაღაცებს იგონებენ, ამ დროს გახარია „ნაცებთან“ შეკრული თვითონაა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეკრულია კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ და ფრაქციაც კი აქვს. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახარიასთან ერთად იყო. ახლა ესენი ერთმანეთს დაერევიან და მერე ხელისუფლებას დააბრალებენ, იქ რაღაც ხელი ურევიაო. არავის ჩარევა არ სჭირდება, ერთმანეთს მშვენივრად ჭამენ და ეს მათი ბუნებრივი პოზიციაა და თვითმმართველობის არჩევნებამდეც კი, შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დიდი ნაწილი აუცილებლად გაქრება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ გახარიას პარტიას სხვადასხვა ეთერში ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სალანძღავად ფული და სხვა პრივილეგიები შესთავაზა“.