გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტისგან კი არა, საკუთარი ოჯახის წევრისგანაც ვერ მიიღებს ადამიანი უსამართლობას
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტისგან კი არა, საკუთარი ოჯახის წევრისგანაც ვერ მიიღებს ადამიანი უსამართლობას

ევროპარლამენტისგან კი არა, საკუთარი ოჯახის წევრისგანაც ვერ მიიღებს ადამიანი უსამართლობას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაამტკიცა.

„რეზოლუციაში როდესაც ჩაწერენ, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვან ციხიდან, მაშინ როდესაც პირდაპირ ეთერში ხალხი ხედავს, რომ ხან საჩოჩიალო ეხმარება სააკაშვილს და ხან სააკაშვილი – საჩოჩიალოს, როდესაც ამბობენ, რომ ყოველდღიურად კვდება და არავინ უსურვებს, რომ ის მოკვდეს, როდესაც წერენ, ამბობენ, რომ ციხეში კვდება, ისიც კი არ იციან, რომ ციხეში არ არის და არის კერძო კლინიკაში, სამოქალაქო კლინიკაში. ეს ხელისგულზე დევს. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მით უფრო რწმუნდება ხალხი, რომ ეს არის უსამართლობა და ევროპარლამენტისგან კი არა, ვინც არ უნდა იყოს, საკუთარი ოჯახის წევრისგანაც ვერ მიიღებს უსამართლობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.