გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტი როდესაც იღებ რეზოლუციას, სტრასბურგის სასამართლოს პატივს არ სცემ და ამბობ, სააკაშვილი უკანონოდ უნდა განთავისუფლდეს, უკვე ნულოვანი ფასი აქვს ამ რეზოლუციას
ევროპარლამენტი როდესაც იღებ რეზოლუციას, სტრასბურგის სასამართლოს პატივს არ სცემ და ამბობ, სააკაშვილი უკანონოდ უნდა განთავისუფლდეს, უკვე ნულოვანი ფასი აქვს ამ რეზოლუციას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტი საკუთარ ევროპულ ინსტიტუტებს არ სცემს პატივს.
„ევროპარლამენტმა რაც საკუთარ თავს გაუკეთა, მგონი, ვერავინ მოახერხებდა, ასე დაეზიანებინა თავი ამ სამარცხვინო რეზოლუციებით. საკუთარ ევროპულ ინსტიტუტებს არ სცემს პატივს. სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელზეც თქვა, რომ ის არ არის პოლიტპატიმარი, მას არ აწამებენ და ზის სამართლიანად. ევროპარლამენტი როდესაც იღებ რეზოლუციას, საერთაშორისო ინსტიტუტს – სტრასბურგის სასამართლოს პატივს არ სცემ და ამბობ, სააკაშვილი უკანონოდ უნდა განთავისუფლდეს, დამთავრებული თემაა. ასევე ამბობს, რომ ადამიანი, რომელსაც აბსოლუტური უმრავლესობა ხმას აძლევს, ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს, აქ დამთავრდა უკვე ყველაფერი და უკვე ნულოვანი ფასი აქვს ასეთი ტიპის რეზოლუციებს. საზოგადოება აუცილებლად იხილავს, რომ მომავალი წლიდან იქნება სულ სხვა მსოფლიო დღის წესრიგი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.