გურამ მაჭარაშვილი - ევროპამ დაამტკიცა, რომ არის იმ მხარეს, რომელიც იცავს ევროპულ ღირებულებებს, სიმართლეს, ორ ფეხზე მყარად დგომას
გურამ მაჭარაშვილი - ევროპამ დაამტკიცა, რომ არის იმ მხარეს, რომელიც იცავს ევროპულ ღირებულებებს, სიმართლეს, ორ ფეხზე მყარად დგომას

ევროპამ დაამტკიცა, რომ არის იმ მხარეს, რომელიც იცავს ევროპულ ღირებულებებს, სიმართლეს, მშვიდობას, სუვერენიტეტს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ყველას ულოცავს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველი ხალხი, ხელისუფლება იმსახურებს, იყოს ევროპაში. ჩვენ ფაქტობრივად, ევროპული სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა დე იურეც გავხდით ევროპის ოჯახის წევრი. აქედან გამომდინარე, ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ევროპამ დაიკავა მხარე, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულება. მან დაამტკიცა, რომ ის არის იმ მხარეს, რომელიც იცავს ევროპულ ღირებულებებს, სიმართლეს, ორ ფეხზე მყარად დგომას, მშვიდობას და სუვერენიტეტს, იცავს საკუთარ ხალხზე ზრუნვას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დადასტურდა ისტორიულად, რომ საქართველო არის ევროპული ღირებულებების მომხრე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.