გურამ მაჭარაშვილი - ევრობიუროკრატია არ ისვენებს და არც მოისვენებს, მათი მიზანია, საქართველო იყოს ისეთი, როგორიც მათ წარმოუდგენიათ, დაიქვემდებარონ ისე, როგორც უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლებები
გურამ მაჭარაშვილი - ევრობიუროკრატია არ ისვენებს და არც მოისვენებს, მათი მიზანია, საქართველო იყოს ისეთი, როგორიც მათ წარმოუდგენიათ, დაიქვემდებარონ ისე, როგორც უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლებები

ევრობიუროკრატია არ ისვენებს და არც მოისვენებს, მათი მიზანია, საქართველო იყოს ისეთი, როგორიც მათ წარმოუდგენიათ,  დაიქვემდებარონ ისე, როოგრც უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლებები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპული საზოგადოება ხვდება, რომ ევრობიუროკრატიაში კრიზისია.

„ასეთი სახის რეზოლუციები ფასის მატარებელი არ არის, მაგრამ საყურადღებოა, რადგან ევრობიუროკრატია არ ისვენებს და არც მოისვენებს, რადგან მათი მიზანია, საქართველო, როგორც სახელმწიფო იყოს ისეთი, როგორიც მათ წარმოუდგენიათ, როგორც დაიქვემდებარეს უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლებები. ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო და მათი ხელისუფლება უკვე ევროკავშირს ამხელს, ამერიკის პრეზიდენტზე არაფერს აღარ ვამბობ. მარტა კოსის განცხადება მხოლოდ მისი პოზიცია არ არის. უკვე ღიად ამბობენ, ვისაც ევროკავშირში მიიღებენ, ხმის უფლება არ ექნება, მაგრამ ვალდებულებები ექნება. ეს უკვე საჯაროდ თქვეს. ეს არის რეზოლუციების ფასი, რადგან ევროპული საზოგადოება ხვდება, რომ ევრობიუროკრატიაში კრიზისია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.