გურამ მაჭარაშვილი – ერთგვარი მცდელობაა, თითქოს 14 დეკემბერს ღონისძიებაზე დასასწრებად არსებობს ზეწოლა, თუმცა ფაქტებით ვერ ადასტურებენ
თუ სახალხო დამცველს გააჩნია კონკრეტული მაგალითები, რომ ხორციელდება ზეწოლა კონკრეტულ მოქალაქეებზე, იგი ვალდებულია, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე და მოქალაქეთა იძულებით დასწრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ძალადობას ადგილი არ აქვს.
„თუ სახალხო დამცველს გააჩნია კონკრეტული მაგალითები იმასთან დაკავშირებით, რომ ხორციელდება ზეწოლა კონკრეტულ მოქალაქეებზე პირდაპირ ან ირიბად, იგი ვალდებულია, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ერთგვარი მცდელობაა, თითქოს არსებობს ზეწოლა, თუმცა ამას ფაქტებით ვერ ადასტურებენ. ბუნებრივია, ვერც პროკურატურას და ვერც ჩვენ ვერ მოგვცემს იმის საფუძველს, რომ ასეთ ფაქტებზე რაიმე რეაგირება მოვახდინოთ. სჯობს, თუ კი ასეთი ფაქტები არსებობს და მან ეს იცის თქვას ან შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. სხვა შემთხვევაში, თუ კი რამე საიდუმლო ინფორმაცია აქვს, მაშინ ეს საჯარო არ უნდა გახადოს. არანაირ ძალადობას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.