გურამ მაჭარაშვილი - ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული
გურამ მაჭარაშვილი - ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული

არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო აგონიაში არიან რევოლუციონერი „ნაცებიც“ და არჩევნებში მონაწილე „ნაცებიც“. ერთმანეთზე უარეს განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის განმარტებით, ის, რაც ალეკო ელისაშვილმა თქვა და შემდეგ ირაკლი კუპრაძემ დაამატა, ფანტაზიებსაც აღემატება.

„მერიებში მომუშავე ადამიანებს ეუბნებიან – მერად ამირჩიეთ და გაფიცვის საშუალებას მოგცემთო, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას შეჰპირდნენ, კალაძე თუ ერთ სკვერს გააკეთებს, მე ორს გავაკეთებო. ამბობენ, ყველაფერს გავაჩერებთო. ეს ხალხი ამბობს, ჩვენ არამც თუ უკეთესად გავაკეთებთ ინფრასტურქტურულ პროექტებს, არამედ საერთოდ გავაჩერებთ იმას, რაც არისო. ელისაშვილს წამოსცდა კიდეც, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო. ფანტაზიებში არიან. შეუძლიათ, კუპრაძე მერად სიზმარში ნახონ და რომ გაიღვიძებენ, მერად არჩეული კალაძე დახვდებათ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „თუ კუპრაძე გახდება მერი, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, მეორე დღეს კუპრაძე იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა და წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“.