გურამ მაჭარაშვილი - ჩვენს რეგიონში გაცილებით უფრო მარტივად გადალაგდება პროცესები, ვიდრე იმ
შემთხვევაში, როცა რეგიონში ომია
გურამ მაჭარაშვილი - ჩვენს რეგიონში გაცილებით უფრო მარტივად გადალაგდება პროცესები, ვიდრე იმ
შემთხვევაში, როცა რეგიონში ომია

ვითარება არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელ მსოფლიოში შეიცვლება, როცა უკრაინაში ომი დასრულდება. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ მსოფლიოში გადალაგება უნდა მოხდეს იმ კონტიგენტებზე, სადაც მას გავლენა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს ასეც მოხდება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.

„ამ შემთხვევაში ეს საქართველოს მიმართ სასიკეთო იქნება. კარგი იქნება, თუ ომი დასრულდება და ადამიანები აღარ დაიღუპებიან, მაგრამ ჩვენს რეგიონში გაცილებით უფრო მარტივად გადალაგდება პროცესები, ვიდრე იმ
შემთხვევაში, როცა რეგიონში ომია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.