გურამ მაჭარაშვილი - ჩამობრძანდეს ჯოზეფ ბორელი, კანონი ერთად წავიკითხოთ, თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას, რომელი წინადადება არ მოსწონს
გურამ მაჭარაშვილი - ჩამობრძანდეს ჯოზეფ ბორელი, კანონი ერთად წავიკითხოთ, თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას, რომელი წინადადება არ მოსწონს

მახსოვს, როდესაც ჯოზეფ ბორელი საქართველოში იყო ჩამოსული, პრემიერ ღარიბაშვილთან ვერაფერი თქვა იმ სიმართლის საწინააღმდეგოდ, რაც არსებობს. ახლა იქიდან ცალმხრივად რატომ ლაპარაკობს? ჩამობრძანდეს, კანონი ერთად წავიკითხოთ, თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას, კანონში რომელი წინადადება არ მოსწონს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლის თქმით, „ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს“.

„ორმხრივი მეგობრობა არსებობს, რაც კარგად იცის ევროპამაც და ევროკავშირმაც. თხოვნაა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფას ყველამ თავი დაანებოს, რომელიც კარგად ხვდება, სადაც არის სიმართლე და ტყუილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.