გურამ მაჭარაშვილი - „ბოკერიას გზას დაადგება“ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვიღაცების გვერდზე გაწევას აპირებს, თუმცა ისიც საკითხავია, თვითონ რა გზას დაადგა
გურამ მაჭარაშვილი - „ბოკერიას გზას დაადგება“ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვიღაცების გვერდზე გაწევას აპირებს, თუმცა ისიც საკითხავია, თვითონ რა გზას დაადგა

„ბოკერიას გზას დაადგება“ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვიღაცების გვერდზე გაწევას აპირებს, თუმცა თვითონ რა გზას დაადგა, ესეც საკითხავია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაყოფის პროცესი მიმდინარეობს.

„როგორც ჩანს, გლობალურ „ომის პარტიაში“ ჯერჯერობით არ არიან ჩამოყალიბებული, ფსონი ვისზე დადონ „ნაცმოძრაობაში“. ამიტომ აწუხებს ყველას, მათ შორის პატიმარ სააკაშვილს, სად და როგორ იქნებიან. „ბოკერიას გზას დაადგება“ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვიღაცების გვერდზე გაწევას აპირებს, თუმცა თვითონ რა გზას დაადგა, ესეც საკითხავია. არ მგონია, ვინმეს ბოკერიასთან შედარებით პატიმარ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა შეშურდეს. პოლიტიკურადაც განულებულია, სამართლებრივად მსჯავრდებულია და მეორე საქმეა აღძრული საკუთარ ქვეყანაში შემოპარვასთან დაკავშირებით. არ მგონია, მისი ბედით ვინმე იყოს გახარებული ან ვინმეს მისი მდგომარეობა შეშურდეს. ისეთი რთული ვითარებაა „ნაცმოძრაობაში“, რომ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია, რა შეიძლება, მოხდეს ხვალ. კარგი პროცესი მიმდინარეობს. რასაც ვამბობდით, რომ ცხრა ნაწილად დაიყოფოდა პარტია, ეს ხდება. ამ პროცესს ვგულშემატკივრობ, რადგან „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი დაფიქრდება, ვის მისცეს ხმა 2024 წლის არჩევნებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.