გურამ მაჭარაშვილი - ბარიერის გადალახვის პერსპექტივა ოპოზიციაში 5 ნომრის გარდა, არცერთს აქვს, მათი ფანტაზიები უსაფუძვლოა
გურამ მაჭარაშვილი - ბარიერის გადალახვის პერსპექტივა ოპოზიციაში 5 ნომრის გარდა, არცერთს აქვს, მათი ფანტაზიები უსაფუძვლოა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არჩევნებზე 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პერსპექტივა ოპოზიციიდან ჯერჯერობით არცერთ პარტიას აქვს და ეს თავადაც კარგად იციან.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ოპოზიციის ფანტაზიები უსაფუძვლოა.

„ციფრებში რომ მაინცდამაინც ვერ ერკვევა ოპოზიცია, ეს უკვე ვიცით, მაგრამ შევხედოთ, რას ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ – 40 პროცენტს ვიღებთო. „ლელო“ ამბობს, 40 პროცენტს ჩვენ ვიღებთ და ხელისუფლებაში მოვდივართო. გახარიაც დაახლოებით ამ პროცენტულ ოდენობას ამბობს, ამასვე ამბობს ორი ნიკა და რა გამოდის? ოთხჯერ 40 გამოდის 160. კარგი, მათი გათვლებით, ჩვენ ერთი კაციც არ გვაძლევს ხმას ამ არჩევნებზე, მაგრამ თვითონაც ვერ ინაწილებენ, 160 პროცენტი 100 პროცენტზე როგორ უნდა დაიყვანონ? მათი ასეთი ფანტაზიები უსაფუძვლოა. ძალიან კარგად იციან, რომ ვერცერთი მათგანი ხუთ პროცენტს ვერ ლახავს, გარდა „ნაცმოძრაობისა“ და ამიტომ აქვთ ეს ჟივილ-ხივილი, ვინ ვისთან დაქორწინდეს თავიანთი პატრონების მეშვეობით. 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პერსპექტივა ჯერჯერობით, 5 ნომრის გარდა, არცერთს აქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.