გურამ მაჭარაშვილი - არახამია პოულობს დროს, სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ომია, რაც უკვე მიანიშნებს, რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრებები არ არის
გურამ მაჭარაშვილი - არახამია პოულობს დროს, სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ომია, რაც უკვე მიანიშნებს, რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრებები არ არის

არახამიამ უნდა მიხედოს იმ ქვეყანას, რომელიც, სამწუხაროდ, საომარ მდგომარეობაშია. მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელი პოულობს დროს, სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყანაში არის ასეთი მასშტაბური ომი, რაც უკვე მიანიშნებს, რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრებები არ არის, აღიარა კიდეც, მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა და ამერიკელებმა არ მირჩიესო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, დავით არახამია სხვა ქვეყნის მითითებებს ასრულებს.

„არახამია არ არის ის ფიგურა, რომელიც რაიმე წონას წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ რადგან კითხვები არსებობს, პასუხი იქნება ის, რომ მან უნდა მიხედოს იმ ქვეყანას, რომელიც, სამწუხაროდ, საომარ მდგომარეობაშია. მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელი როცა პოულობს დროს, სხვა ქვეყანაში შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, საკუთარ ქვეყანაში არის ასეთი მასშტაბური ომი, უკვე მიანიშნებს, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი მოსაზრებები. ამ ინტერვიუში აღიარა კიდეც, რომ მას უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა და ამერიკელებმა არ მირჩიესო. როდესაც თქვენ მეკითხებით, რატომ ამბობთ, უკრაინელების უკან, ვინც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, ამერიკელები დგანანო, ჩვენ კი არ ვამბობთ, ისინი ამბობენ. არახამიამ პირდაპირ თქვა, ხელი შეგვიშალა ამერიკამ, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი, არ მიერჩიესო. რა თქმა უნდა, ისინი სხვა ქვეყნის მითითებებს ასრულებენ.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და არც არახამიას და არცერთი სხვა თანამდებობის პირის განცხადებაზე არანაირ რეაგირებას არ მოვახდენთ. იმავე გვარამიასთან დაკავშირებით. ესეც ერთ-ერთი დასტურია, რომ არახამია არის იმ გლობალური ომის პარტიის რიგში ერთ-ერთ შემსრულებლად, რომელიც ახმოვანებს, თურმე საქართველოში ისე უნდა წყდებოდეს საკითხი, როგორც იტყვის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი და ფრაქციის თავმჯდომარე უკრაინაში თუ ნებისმიერ ქვეყანაში. იქნება ისე, როგორც ქართული საზოგადოება გადაწყვეტს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ საზღვრის კვეთისას პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო.