გურამ მაჭარაშვილი - არა მხოლოდ პოლიტიკა, გამოთქმებიც არასწორი აქვთ, უნდათ რევოლუცია და თან ხალხს აჩვენონ, რომ მშვიდობას იცავენ, სადაც მშვიდობაა, იქ არც რევოლუციაა და არც - დამხობა
გურამ მაჭარაშვილი - არა მხოლოდ პოლიტიკა, გამოთქმებიც არასწორი აქვთ, უნდათ რევოლუცია და თან ხალხს აჩვენონ, რომ მშვიდობას იცავენ, სადაც მშვიდობაა, იქ არც რევოლუციაა და არც - დამხობა

არა მხოლოდ პოლიტიკა, გამოთქმებიც კი არასწორი აქვთ – მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა რომ მოძებნოთ, ვერცერთ ლექსიკონში ვერ იპოვით, რადგან თუ დამხობა და რევოლუციაა, იქ მშვიდობა არ არის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სადაც მშვიდობაა, იქ არც რევოლუციაა და არც – დამხობა.

„გადაბმულად ორი სიტყვა ვერ თქვეს, რომ ქართულად რაღაც გამართულად ეთქვათ. ის მაინც თქვან – რევოლუცია, ჩამოგდება, ფიზიკური ძალადობა, დაპირისპირება და ა.შ., რაც არ გამოუვათ, მაგრამ რისი თქმაც უნდათ, წესიერად მაინც თქვან. თან უნდათ, რევოლუცია მოახდინონ და თან ხალხს აჩვენონ, რომ მშვიდობას იცავენ. ეს არის ამათი ნარატივი – არასწორი, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი. დამხობა მხოლოდ თავიანთი თავის შეუძლიათ, რასაც ძალიან კარგად აკეთებენ. ეს დამხობა ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასრულდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.