გურამ მაჭარაშვილი - არ ვიცი, რა ჩრდილოვან მთავრობაზე საუბრობს ოპოზიცია, რეალურ მთავრობაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე აგონ ჯერ პასუხი
გურამ მაჭარაშვილი - არ ვიცი, რა ჩრდილოვან მთავრობაზე საუბრობს ოპოზიცია, რეალურ მთავრობაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე აგონ ჯერ პასუხი

არ ვიცი, ოპოზიცია რა ჩრდილოვან მთავრობაზე საუბრობს, მაგრამ რეალურ მთავრობაში როცა იყვნენ, რა დანაშაულებიც ჩაიდინეს, ჯერ იმაზე აგონ პასუხი და შემდეგ ისაუბრონ ჩრდილოვან მთავრობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კოალიციური მთავრობა უნდა იყოს თუ არა, ამაზე პასუხი ქართულმა საზოგადოებამ უნდა გასცეს.

„რაც შეეხება ე.წ. კოალიციურ მთავრობას, უკაცრავად მაგრამ, ქართულ საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, რომელიც იმას წყვეტს, ქვეყანაში კოალიციური მთავრობა უნდა იყოს თუ არა. მან გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე, ადგილობრივ ხელისუფლებაშიც „ქართული ოცნება” დატოვა და ამას ყველა უნდა შეეგუოს. რეალისტური როგორ უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, როცა „ქართულმა ოცნებამ” 47 პროცენტი აიღო?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.