გურამ მაჭარაშვილი - არ მგონია, ნიკა მელიას, როგორც მერობის კანდიდატს ან პარლამენტის წევრს, ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს
გურამ მაჭარაშვილი - არ მგონია, ნიკა მელიას, როგორც მერობის კანდიდატს ან პარლამენტის წევრს, ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს

არ მგონია, ნიკა მელიას დედაქალაქის მერობის კანდიდატად ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს ან როგორც პარლამენტის წევრს, სადაც პრაქტიკულად არც მუშაობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ნიკა მელიას თავადაც არ სჯერა, რასაც ამბობს, რადგან რაც აქამდე თქვა, ვერასდროს შეასრულა.

„ვფიქრობ, ოპოზიცია ჯერ ისევ იმ პოლიტიკურ ლაბირინთშია, სადაც 2020-ის არჩევნების შემდეგ შევიდა. ნიკა მელიამ საზოგადოებას აჩვენა ის, რომ წავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიიღო შესაბამისი პასუხი. თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და გადაიხადა. ასევე თქვა, რომ ციხიდან არ გამოვიდოდა და გამოვიდა. თქვა, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდა და შემოვიდა. თქვა, რომ არ იყრიდა კენჭს მერობის კანდიდატად, მაგრამ იყრის და ამის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ამის მერე იტყვის, ასევე არ შეასრულებს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა.