გურამ მაჭარაშვილი არ აკონკრეტებს, პარლამენტმა უნდა შეუწყვიტოს თუ არა უფლებამოსილება ნიკა მელიას
გურამ მაჭარაშვილი არ აკონკრეტებს, პარლამენტმა უნდა შეუწყვიტოს თუ არა უფლებამოსილება ნიკა მელიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი არ აკონკრეტებს, პარლამენტმა უნდა შეუწყვიტოს თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება ნიკა მელიას.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, ნიკა მელიამ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვა და მას შვიდი დღე ჰქონდა საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის, ეს ვადა უკვე გავიდა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალდებულია, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილოს.

„კომიტეტის სხდომაზე ვიმსჯელებთ, დასკვნას მოვამზადებთ და ბიუროს გადაეგზავნება, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს შეუწყდება თუ არა უფლებამოსილება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

დატოვე კომენტარი