გურამ მაჭარაშვილი - ალბათ, თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ ნელ- ნელა გასტუმრება დაიწყება ოპოზიციიდანაც
გურამ მაჭარაშვილი - ალბათ, თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ ნელ- ნელა გასტუმრება დაიწყება ოპოზიციიდანაც

ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიები, სავარაუდოდ, მეორე ადგილებისთვის იბრძოლებენ. ვინ დაიკავებს მეორე ადგილს, ეს უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიტუაციის დეესკალაციისთვის არაფერი გააკეთა.

„ალბათ, თვითმმართველობის არჩევნებზე დაიწყება „ნაცმოძრაობის“ ნელ- ნელა გასტუმრება ოპოზიციიდანაც, იქიდან გამომდინარე, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არაფერი გაეკეთებინა დეესკალაციისთვის და პირიქით, დესტრუქციაზე გადასულიყო. ჩვენ განცხადებები ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უკვე გავუგზავნეთ, რათა ჩამობრძანდნენ და დაესწრონ არჩევნებს, რათა მოისპოს ყოველგვარი სპეკულაციები ე.წ გაყალბებასთან ან დაშინებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ეს არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე.

დატოვე კომენტარი