გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებით ოპოზიციურ პარტიებზე არავითარი ზეწოლა არ ხდება
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებით ოპოზიციურ პარტიებზე არავითარი ზეწოლა არ ხდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით ოპოზიციურ პარტიებზე არანაირი ზეწოლა არ ხდება.

მაჭარაშვილის თქმით, თუ საზოგადოებას ეუბნები, რომ გსურს, პარლამენტში მოხვდე, ხოლო არჩევის შემდეგ სადეპუტატო მოვალეობას აღარ ასრულებ, ასეთ პარტიას სახელმწიფო დაფინანსება არ ეკუთვნის.

„არანაირი ზეწოლა არ ხდება ოპოზიციურ პარტიებზე“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

სახელმწიფო დაფინანსებასთან და პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.