გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებას ხელს უშლის დესტრუქციული ოპოზიციის მიზნები
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდარის მოადგილეს, გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებას ხელს დესტრუქციული ოპოზიციის მიზნები უშლის.
კითხვაზე, რა უშლის ხელს მეხუთე რაუნდის გამართვას, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილს არ სურს, კონსტიტუციის ჩარჩოებში არც 31 ოქტომბრის არჩევნების აღიარება და არც შემდგომი არჩევნების, რადგან მათი მიზანია მხოლოდ დესტრუქცია.
„მოლაპარალებებისთვის პოლიტიკაში სივრცე ყოველთვის არსებობს, რადგან შეთანხმება ქვეყანას სჭირდება. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ქვეყანას ოპოზიციის გარეშე ვმართავდით და ბევრი წარმატება გვქონდა, რასაც საერთაშორისო პარტნიორები ადასტურებენ. სახელმწიფოსთვის საჭიროა ოპოზიციის არსებობა, ოღონდ, კონსტრუქციული ოპოზიციის. ჩვენი ფასილიტატორების მონაწილეობით სივრცეს ყოველთვის ვხედავთ, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებში შეთანხმება მოვახდინოთ, რათა ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი განვითარდეს, მაგრამ თუ რაიმემ შეიძლება შეთანხმებას ხელი შეუშალოს, სამწუხაროდ, ეს არის დესტრუქციული ოპოზიციის მიზნები“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა.