გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს დაუპირისპირდა
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს დაუპირისპირდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ქართული ოპოზიცია არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, ეს მათი დასასრულის დასაწყისია.

ჟურნალისტებთან საუბარში გურამ მაჭარაშვილი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.

„საკმაოდ კარგად და ოპტიმალურად ჩამოაყალიბა სამთავრობო გუნდი. „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლა გაზაფხულზე ძალიან ეფექტურად მოახდინა. ასევე მოქალაქეების დახმარება. იმ ფონზე, რაც სამწუხაროდ მსოფლიოშია, საქართველოს მთავრობა ახერხებს და ჯანდაცვის სექტორს ოპტიმალურად მართავს. რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილს განცდა აქვს, რომ პოლიტიკაში ხან არიან და ხან არა, ხან ასრულებენ საზოგადოების დაკვეთას და ხან – არა. მათ კარგის დანახვა რომ არ უნდათ, ეს ახალი არ არის. სამწუხაროდ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთი ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, რომელიც უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ ჯანსაღი კრიტიკით გამოვა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.