გურამ მაჭარაშვილი - საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უკანონო ჩამოსვლამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ
გურამ მაჭარაშვილი - საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უკანონო ჩამოსვლამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უკანონო ჩამოსვლამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ.

ჟურნალისტებთან საუბარში გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებულ შიმშილობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ მის გათავისუფლებას არავინ ითხოვს და ამ მოთხოვნას საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვს.

„ეს სწორედ ის წინაპირობაა, რის გამოც შეუმდგარ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივმა თავმჯდომარემ ე.წ. მასობრივი შიმშილობა დააანონსა. რაც 21 დეკემბერს მოხდა, იმას ადასტურებს, რომ პრაქტიკულად, ოპოზიციაში დაწყებულია გადახალისების პროცესი, რასაც ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ არაორდინალური გადაწყვეტილებები და ქმედებები. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ პოლიტიკურ ძალას ბუნებაში არ აქვს ის, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარმართოს.

პატიმარი სააკაშვილი პრობლემად თავად „ნაცმოძრაობისთვისაც“ გახდა. პარტიაში პოზიციები ორად არის გაყოფილი. ოპოზიციას თავის მოთხოვნები აქვს, მათი ნაწილი ახერხებს, რომ ტრიბუნიდან ისაუბროს, მეორე ნაწილი კი, გაბუტულია და არის კარვებში”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.