გურამ მაჭარაშვილი - 4 ოქტომბერს იდეურად გადატყდა დამხობებისა და რევოლუციების მცდელობები, პასუხი უნდა აგონ ადამიანებმა, რომლებიც დამხობის მცდელობაში მონაწილეობდნენ
გურამ მაჭარაშვილი - 4 ოქტომბერს იდეურად გადატყდა დამხობებისა და რევოლუციების მცდელობები, პასუხი უნდა აგონ ადამიანებმა, რომლებიც დამხობის მცდელობაში მონაწილეობდნენ

4 ოქტომბერს მოხდა არა მხოლოდ დასასრული დამხობების, რევოლუციების მცდელობების, არამედ გადატყდა იდეა და გაქრა ყოველგვარი სურვილი, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების უმრავლესობაში, რომ საქართველოში აღარასდროს მოხდება აღარც დამხობა, აღარც ხელისუფლების უკანონო შეცვლის მცდელობა. 4 ოქტომბერს იდეურად გადატყდა დამხობების და რევოლუციების მცდელობები, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, რევოლუციურ სცენარებში „ნაციონალური მოძრაობის“ „მხარდამჭერებიც კი არ იღებენ მონაწილეობას“.

„ყველაზე მთავარი, რაც მოხდა, არის ის, რომ 4 ოქტომბერს დასრულდა ხელისუფლების ყოველგვარი უკანონო ცვლილებების იდეა. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც დამხობის მცდელობაში მონაწილეობდნენ, ბუნებრივია, მათ პასუხი უნდა აგონ. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულდეს ის ფაქტი, რომ ვიღაც ჟურნალისტია, ვიღაც პოლიტიკოსია და ინდულგენცია არსებობს – შევა, დაწვავს, „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრის, ღობეს გადაანგრევს, ცეცხლს წაუკიდებს ქონებას, აბულინგებს პოლიტიკოსებს თუ მათი ოჯახის წევრებს და ეს იქნება დაუსჯელი. ყველა პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის წინაშე, ისე, როგორც ეს კანონმდებლობაშია გაწერილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.