გურამ მაჭარაშვილი - 4 ოქტომბერმა აჩვენა, რომ გადატრიალების და რევოლუციის იდეა გადატყდა, უცხოეთშიც მიხვდნენ, რომ მათი აქაური წარმომადგენლები არაფრის გამკეთებლები არ არიან
4 ოქტომბერმა ის აჩვენა, რომ გადატრიალების და რევოლუციის იდეა გადატყდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ეს კარგად გაიგეს.
„4 ოქტომბერმა ის აჩვენა, რომ გადატრიალების და რევოლუციის იდეა გადატყდა. ეს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ გაიგეს. უცხოეთშიც კარგად მიხვდნენ, რომ მათი აქაური წარმომადგენლები არაფრის გამკეთებლები არ არიან. დასავლეთის მხრიდან ამ დღის ადეკვატური შეფასება როგორ მოხდებოდა, როცა თავად მათი მხრიდან იყო დაფინანსებული? მათი პოზიცია იყო, უფრო მეტი რადიკალიზაცია რატომ არ იყოო. დასავლეთის მიერ დაფინანსებულმა აქაურმა ე.წ. პროფესორმა თქვა, რატომ არ იყო მსხვერპლიო. ეს მათი სახეა, ასეთმა პროფესორმა სტუდენტებს რა უნდა ასწავლოს?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.