გურამ კაშია - ჩვენი წარმატების საფუძველი ფეხბურთელების საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებაა #1TVSPORT
გურამ კაშია - ჩვენი წარმატების საფუძველი ფეხბურთელების საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებაა #1TVSPORT

ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხების შემდეგ lagazzetta-სთან კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა და წარმატების მიზეზებზე ისაუბრა.

„ძალიან რთული და პოზიციური მატჩი იყო. ვიცოდით, რომ გარდამტეხი პირველი გოლი იქნებოდა და, საბედნიეროდ, ეს ჩვენ შევძელით. მიხარია, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი ინდივიდუალური რეიდის შედეგად გაიტანა და სამი ქულის მოპოვებაში დაგვეხმარა.

ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები სწორად და გამართულად თამაშობს. გოლის შემდეგ დაცვაში მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ალბანეთმა მომენტი თითქმის ვერ შექმნა.

ჩვენი წარმატების საფუძველი ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი თავის საქმეს სერიოზულად ეკიდება და ეს ძალიან მახარებს“, – განაცხადა გურამ კაშიამ.