გურამ გოშთელიანი რეაბილიტაციას გადის
გურამ გოშთელიანი რეაბილიტაციას გადის

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო შეხვედრებში, გორის „დილას“ თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი მოედანზე არ გამოჩენილა.

22 წლის თავდამსხმელის უთამაშებლობის მიზეზი ტრავმა აღმოჩნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტერფის მოტეხილება მიიღო და გარკვეული პერიოდია, რეაბილიტაციას გადის.

გოშთელიანის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა, გურამი ჩემპიონატის განახლებიდან, მოკლე პერიოდში დაუბრუნდება მოედანს.

გურამ გოშთელიანი „საბურთალოს“ აღზრდილია, „დილაში“ კი წლეულს იჯარით გადავიდა და 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებელით გოშთელიანი, კაბოვერდელ ალვინ ფორტესთან ერთად, „დილას“ საუკეთესო ბომბარდირია.