გურამ გიორბელიძემ ჭაბუკ ძალოსანთა მიერ დაფიქსირებული რეკორდი 2 კგ-ით გააუმჯობესა
გურამ გიორბელიძემ ჭაბუკ ძალოსანთა მიერ დაფიქსირებული რეკორდი 2 კგ-ით გააუმჯობესა

ბუქარესტში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საკუთარი ძალები 67 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსნებმა მოსინჯეს.

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრი გურამ გიორბელიძე ამჯერად ფიცარნაგზე იუნიორთა შორის გამოვიდა და ატაცში 122 კგ-ით მეცხრე ადგილზე გავიდა. აკვრაში გიორბელიძის შედეგი 153 კგ. იყო და მან ბუქარესტში ჭაბუკ ძალოსანთა მიერ დაფიქსირებული რეკორდი 2კგ-ით გააუმჯობესა. ევროპის ჩემპიონატზე გიორბელიძემ საქართველოს სამი რეკორდი დააფიქსირა და ასევე სარეკორდო შედეგით 275კგ-ით ორჭიდის ჯამში მეშვიდე ადგილზე გავიდა.

დღესვე ფიცარნაგზე საკუთარი ძალები კახი ასანიძემ მოსინჯა, მას ატაცში პირველი ორი მისვლა მსაჯებმა არ ჩაუთვალეს და საბოლოოდ 134 კგ-ით მეოთხე ადგილზე გავიდა. აკვრაში კახი ასანიძის შედეგი 164 კგ. იყო და ორჭიდის ჯამში მოპოვებული 298 კგ-ით აქაც მეოთხე შედეგი დააფიქსირა.

დღეს საღამოს ფიცარნაგზე 73 კგ. წონით კატეგორიის ძალოსნები გამოვლენ და საქართველოს ღირსებას არჩილ მალაყმაძე დაიცავს.